Accessibility links

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის


ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის
პროვინცია ყანდაარის გუბერნატორი, ასადულა ხალიდი, აცხადებს, რომ პარასკევს მომხდარი შეტაკებისას თალიბანის 41 წარმომადგენელი და 6 პოლიციელი დაიღუპა. ამასთან, ხალიდის თქმით, შეტაკებას რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლეც ემსხვერპლა.ხალიდის ინფორმაციით, შეტაკებისას ავღანეთის ძალების დასახმარებლად შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ფორმირებული კოალიციის ვერტმფრენებიც გამოიყენეს.
პარალელურად, ავღანეთში დღეს ბაღრანის პროვინციის გუბერნატორი, აბდულ მაჯეედი, მოკლეს. გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის ორგანიზატორები თალიბების წარმომადგენლები იყვნენ.
XS
SM
MD
LG