Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში დღეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი


ბაღდადში დღეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა,

ბაღდადში დღეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა,
რასაც სულ მცირე ხუთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. 20ზე მეტი დაიჭრა. დღეს კიდევ უფრო ადრე ბაღდადში, საჯარისო პუნქტთან ახლოს გზაზე დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. დაიღუპა სამი ჯარისკაცი. დრამდენიმე დაიჭრა. ფალუჯაში მეამბოხეებს და ჯარს შორის მომხდარ შეტაკებას ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. პარალელურად, შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ინფორმაციით, 13 აპრილს ანბარის პროვინციაში, მეამბოხეებთან მომხდარ შეტაკებას 2 ამერიკელი სამხედრო მეზღვაური შეეწირა. დაჭრილია 22.
კიდევ ერთი მეზღვაური იმავე პროვინციაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპა.

XS
SM
MD
LG