Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ყოფილი ნავთობის მაგნატის, მიხეილ


რუსეთში ყოფილი ნავთობის მაგნატის, მიხეილ ხოდორკოვსკის

რუსეთში ყოფილი ნავთობის მაგნატის, მიხეილ ხოდორკოვსკის
ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ციხეში თავდასხვა მოხდა, და ხოდორკოვსკი დაჭრილია. ადვოკატი იური შმიდტი ამბობს, რომ ხოდორკოვსის თავს სხვა პატიმარი ხუთშაბათს გვიან ღამით დაესხა და თვითნაკეთი დანით დაჭრა. მისი თქმით, ხოდორკოვსკი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ნაკერები დაადეს. საპატიმროთა ფედერალურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხოდორკოვსკის სხვა პატიმართან შელაპარაკება მოუვიდა, და ამის შედეგად ცხვირზე ნაკაწრები გაუჩნდა. გადასახადების დამალვის და თაღლითობის ბრალდებით ხოდორკოვსკი ციმბირის ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდის. თუმცა ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ამბიციების გამო არის დასჯილი.
XS
SM
MD
LG