Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა


ერაყის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ადნან ფაჩაჩიმ,

ერაყის პარლამენტის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელმა, ადნან ფაჩაჩიმ,
გამოაცხადა, რომ ხვალისათვის დაგეგმილი პარლამენტის სხდომა გადაიდო. ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი წინსვლა ისევ არ არის. ოფიციალური მონაცემებით, დღეს გარკვეული პროგრესის მიღწევა მოხერხდა, რადგან შიიტური ალიანსი დასთანხმდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობიდან იბრაჰიმ ალ-ჯააფარის მოხსნას. ალ-ჯააფარის კანდიდატურას სუნიტები და ქურთები ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ახალი უთანხმოება პარლამენტის სპიკერის პოსტზე კანდიდატების შერჩევას მოჰყვა. პარალელურად, ერაყში დღეს ძალადობამ 20 ადამიანი იმსხვერპლა. ბაღდადიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ მაჰმუდიაში მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაიჭრა 25. ქალაქ მოსულში შეიარაღებულმა პირებმა 7 მუშა მოკლეს. ქალაქ ბაქუბაში თავდასხმელებმა ცეცხლი ავტობუსს გაუხსნეს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტობუსი დაცხრილეს ბაღდადის შიიტურ გარეუბანშიც - ამ შემთხვევას სულ მცირე სამი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG