Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადამდგარი ამერიკელი გენერლების მოწოდებას თავდაცვის


გადამდგარი ამერიკელი გენერლების მოწოდებას თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის,

გადამდგარი ამერიკელი გენერლების მოწოდებას თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის,
გადაყენების თაობაზე ნატოს ყოფილი უმაღლესი სარდალიც შეუერთდა. ეს მოთხოვნა ემყარება განცხადებას, რომ რამსფელდი ერაყის ომს არასწორად ხელმძღვანელობს, და მას მმართველობის ქედმაღლური სტილი აქვს. უესლი კლარკმა - რომელიც ნატოს ძალებს 1999 წელს კოსოვოს ომში ხელმძღვანელობდა - სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა რომ რამსფელდი არაწორ პოლიტიკას ატარებს, და რომ პენტაგონს ახალი მმართველები სჭირდება. ამ გამოსვლით კლარკი ექვს გადამდგარ გენერალს შეუერთდა - რომლებიც რამსფელდის გადაყენებას მოითხოვენ. პარალელურად, თავდაცვის მინისტრს ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რიჩარდ მეიერსი, გამოექომაგა. მისი აზრით, გადამდგარი გენერლების კრიტიკა არამართებულია, და მას ამერიკისთვის ზიანი მოაქვს. პარასკევს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ რამსფელდს მისი სრული მხარდაჭერა აქვს.
XS
SM
MD
LG