Accessibility links

logo-print

რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ


რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ,

რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ,
რომ მათ ყოფილ ნავთობის მაგნატზე, მიხეილ ხოდორკოვსკიზე მომხდარი თავდასხმის გამოძიება დაიწყეს. ამ თავდასხმაზე ხოდორკოვსკის ადვოკატი, იური შმიდტი საუბრობს - მისი თქმით, ხოდორკოვსკის 14 აპრილის ღამეს თავს სხვა პატიმარი დაესხა, და მძინარეს დანით სახეზე ჭრილობები მიაყენა. ადვოკატის თქმით, ხოდორკოვსკი თავდასხმის შემდეგ ციხის საავადმყოფოში მოხვდა, სადაც მას ნაკერები დაადეს. რუსეთის სასჯელაღსრულების სტრუქტურების ხელმძღვანელმა, იური კალილინინმა, ამბის ნაკლებად დრამატული ვერსია წარმოადგინა. მან განაცხადა, რომ ხოდორკოვსკის სხვა პატიმართან შელაპარაკება მოუვიდა, რის შედეგადაც ის ცხვირზე გაკაწრეს. კალინინის თქმით, მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. გადასახადების დამალვის და თაღლითობის ბრალდებით ხოდორკოვსკი ციმბირის ციხეში რვაწლიან სასჯელს იხდის. თუმცა ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ამბიციების გამო არის დასჯილი.
XS
SM
MD
LG