Accessibility links

logo-print

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, რუსეთის საელჩოს


ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, რუსეთის საელჩოს წინ,

ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში, რუსეთის საელჩოს წინ,
დღეს პოლიტიკური ოპოზიციის დაახლოებით 100 მომხრე შეიკრიბა და მოსკოვის მიერ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას მხარდაჭერა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები 40 წუთის განმავლობაში, სანთლებით ხელში, ჩუმად იდგნენ საელჩოს წინ. პოლიციამ მათი სახელები ჩაიწერა, თუმცა აქციაში სხვა ფორმით აღარ ჩარეულა. გასულ თვეში ლუკაშენკას მესამე ვადით არჩევა ბევრმა ქვეყანამ გააკრიტიკა. მთავრობების და დამკვირვებლების აზრით, საარჩევნო პროცესი თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.
ლუკაშენკას გამარჯვება ღიად რუსეთმა და ჩინეთმა მიულოცეს.
XS
SM
MD
LG