Accessibility links

logo-print

თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ


თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ თელ-ავივში 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ თელ-ავივში 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა დაგმო ტერაქტი. მისმა მაღალი რანგის თანაშემწემ, საებ ერექათმა მომხდართან დაკავშირებით თქვა: "პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის, იმავე აბუ მაზენის სახელით ვგმობთ ამ თავდასხმას, ისევე, როგორც ყოველთვის ვგმობდით მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს - განურჩევლად იმისა, პალესტინელები არიან ისინი თუ ისრაელნი. ამგვარი მოქმედება ზიანს აყენებს პალესტინელების ინტერესებს და ჩვენ მოვუწოდებთ მთელ პალესტინელ ხალხს, დაიცვან ზავი, როგორც ეს გათვალისწინებულია ქაიროს 1994 წლის შეთანხმებით." მაგრამ ჰამასის ლიდერებმა გაამართლეს თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქება და მას ისრაელის "აგრესიაზე" პასუხი უწოდეს. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს როგორც "ალ-აქსას მარტვილთა ბრიგადებმა", ისე "ისლამურმა ჯიჰადმა".


XS
SM
MD
LG