Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ჰუ


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ჰუ ძინტაო შეერთებულ შტატებში ჩავიდა ოთხდღიანი ვიზიტით.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ჰუ ძინტაო შეერთებულ შტატებში ჩავიდა ოთხდღიანი ვიზიტით.
ხუთშაბათს იგი მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან. აი, რა თქვა ვიზიტთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რობერტ ზოლიკმა: "დაგეგმილი სამიტი და მთელი ჩვენი ურთიერთობები, ეკონომიკური საკითხების გარდა, ემყარება იმას, რომ ჩინეთის ხელისუფლებისგან მივაღწიოთ ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ პრობლემაზე გაკეთდა აქცენტი ორი ლიდერის შეხვედრაზე გასულ წელს. კერძოდ, განხილულ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რელიგიის თავისუფლება. და ახლა ამ საკითხებზე ინსტიტუციური დიალოგის გაფართოებას ვცდილობთ." სამიტის სხვა ძირითად საკითხებს შორის არის კონფლიქტები ირანისა და ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამების თაობაზე.
XS
SM
MD
LG