Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დღეს გაიმეორა, რომ კვლავაც


რუსეთმა დღეს გაიმეორა, რომ კვლავაც ეწინააღმდეგება ირანისთვის სანქციების დაწესებას მისი

რუსეთმა დღეს გაიმეორა, რომ კვლავაც ეწინააღმდეგება ირანისთვის სანქციების დაწესებას მისი
ბირთვული პროგრამის გამო. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მიხაილ კამინინმა თქვა, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით შეიძლება. "ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არც ძალისმიერი მეთოდებით და არც სანქციებით არ არის შესაძლებელი ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე არსებული წუხილის მოხსნაო," თქვა მან. დღეს მოსკოვში შეიკრიბნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია. შეხვედრაზე განიხილავენ ირანის ბირთვული კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო შემდგომ ნაბიჯებს.

XS
SM
MD
LG