Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასებმა სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია.


ნავთობის ფასებმა სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. სამშაბათს ლონდონში

ნავთობის ფასებმა სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. სამშაბათს ლონდონში
ერთი ბარელი ნავთობის ფასი 72,64 დოლარი იყო და მან ყველა დროის რეკორდი მოხსნა. შეერთებულ შტატებში ნავთობის ფასი 71,60 დოლარამდე ავიდა და მოხსნა ძველი რეკორდი, რომელიც 70,85 დოლარი იყო. დღის ბოლოს ფასებმა ოდნავ იკლო და ევროპაში 72,50 დოლარამდე, ამერიკაში კი 71,35 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასების ზრდას ირანის - მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მეოთხე ექსპორტიორის - ბირთვული პროგრამის გარშემო კრიზისით ხსნიან.

XS
SM
MD
LG