Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს წლებში


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს წლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯება

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს წლებში 400 მილიონი ლარი დაიხარჯება
სამცხე-ჯავახეთში გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, რითაც "ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჯავახეთის იზოლაცია". ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში გააკეთა, სადაც მონაწილეობა მიიღო ახალქალაქი-ახალციხის გზის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში. გზის მშენებლობა გაისად უნდა დასრულდეს. სააკაშვილის თქმით, მიმდინარე წლის მიწურულს დაიწყება ახალქალაქი-თბილისის ტრასის მშენებლობა, რისთვისაც 300 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს ათასწლეულის გამოწვევის 295-მილიონდოლარიანი პროგრამა, რომლის დაფინანსების დიდი ნაწილიც - 102 მილიონი დოლარი - სწორედ სამცხე-ჯავახეთზე გამავალი 245 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური გზის რეაბილიტაციას მოხმარდება. სამცხე-ჯავახეთიდან პრეზიდენტი მოულოდნელად ჩავიდა აჭარაში და სარფის საბაჟოს ესტუმრა. საბაჟოზე ბოლო დღეებში გართულებული ვითარების გამოსასწორებლად სააკაშვილმა მის ხელმძღვანელობას ექვსი საათის ვადა მისცა.
XS
SM
MD
LG