Accessibility links

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ჰუ


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ჰუ ძინტაო, რომელიც ვიზიტად იმყოფება აშშ-ში,

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ჰუ ძინტაო, რომელიც ვიზიტად იმყოფება აშშ-ში,
შეხვდა კორპორაცია "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელს ბილ გეიტსს. ჩინეთის ლიდერმა გეიტსს უთხრა, რომ მის ქვეყანას მტკიცედ აქვს განზრახული, გაამკაცროს ბრძოლა საკომპიუტერო პროგრამების სფეროში გავრცელებული "მეკობრეობის" წინააღმდეგ. ბილ გეიტსმა, თავის მხრივ, განაცხადა: [ბილ გეიტსის ხმა] "ჩინეთსა და "მაიკროფოსტს" ერთი რამ აერთიანებთ - რწმენა, რომ ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ჩინეთის მეთერთმეტე ხუთწლედის ძირითადი დებულებები იქითკენ არის მიმართული, რომ ეს ქვეყანა იქცეს ლიდერად ტაქნოლოგიური სიახლეების დანერგვის სფეროში." ხვალ ვაშინგტონში გაიმართება ჩინეთის ლიდერის მოლაპარაკება აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. მხარეები განიხილავენ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო შექმნილ ვითარებას.
XS
SM
MD
LG