Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო


მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოსკოვში უნდა გაგრძელდეს

მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოსკოვში უნდა გაგრძელდეს
- ე.წ. "დიდი რვიანის" ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობით. ამ შინაარსის ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ რუსეთის დედაქალაქში უშედეგოდ დამთავრდა ამავე საკითხისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები. აი, რა თქვა შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. [სერგეი ლავროვის ხმა] "გადაწყდა, რომ სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება კონტაქტები ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ეს მოსაზრებები ირანის ხელისუფლებას მივაწოდოთ და ამ მოწოდებებზე კონტრუქციული გამოძახილი მივიღოთ. ეს შესაძლებელს გახდიდა მოლაპარაკებების განახლებას." დღესვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ნიკოლას ბერნსმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა და "დიდი რვიანის" წარმომადგენელთა უმრავლესობა მხარს უჭერს ირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ხელს არ აიღებს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ასევე დღეს, მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი მოსკოვში გაფრინდა, სადაც შეხვდება დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG