Accessibility links

logo-print

ერაყის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ადნან ფაჩაჩი


ერაყის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ადნან ფაჩაჩი, აცხადებს რომ დღეისათვის

ერაყის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ადნან ფაჩაჩი, აცხადებს რომ დღეისათვის
დანიშნული პარლამენტის სხდომა გადაიდო. სხდომა შაბათს, 22 აპრილს გაიმართება.
ამავე დროს, შაბათს შიიტების ხელმძღვანელობით მოქმედი პოლიტიკური ალიანსი აპირებს შეკრებას, რათა გადაწყვიტოს, დატოვოს თუ არა ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, იბრაჰიმ ალ-ჯააფარი, ალიანსის კანდიდატად პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ალ-ჯააფარის კანდიდატურას შიიტები და ქურთები ეწინააღმდეგებიან. თავად ალ-ჯააფარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, ალიანსის გადასაწყვეტია, წარადგენს თუ არა მის კანდიდატურას მეორე ვადით. ეს განცხადება ცვლის ალ-ჯააფარის მიერ ოთხშაბათს გამოთქმულ მოსაზრებას - მაშინ მან განაცხადა, რომ ალიანსის კანდოდატობიდან მისი მოხსნა გამორიცხული იყო.
XS
SM
MD
LG