Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში


ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში,

ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში,
მეფე გიანენდრას წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში დღეს ასი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
დემონსტრაციის მონაწილეები საბურავებს წვავდნენ და პრო-დემოკრატიულ ლოზუნგებს ყვიროდნენ. მეფის სასახლის დაცვის პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებით გაუხსნა ცეცხლი, და სულ მცირე 100 ადამიანი დაჭრა. [დემონსტრაციის ხმა] დემონსტრაცია მას შემდეგ გაიმართა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა უარყვეს მეფე გიანენდრას წინადადება ახალი მთავრობის ფორმირებისთვის პრემიერ-მინისტრის წარდგენის თაობაზე. პარასკევს მეფემ განაცხადა, რომ მრავალპარტიული დემოკრატიის აღდგენას აპირებს, და შვიდი პარტიისგან შემდგარ ალიანსს ახალი პრემიერ-მინისტრის წარდგენა სთხოვა. მაგრამ ალიანსისთვის მეფის წინადადება არ აღმოჩნდა საკმარისი. ოპოზიციას ახალი კონსტიტუციის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელება სურს. კონსტიტუციამ მონარქიის ბედი უნდა გადაწყვიტოს. მეფე გიანენდრა ტახტზე 2001 წელს ავიდა. გიანენდრას გამეფებამდე, მისი ძმა სასახლეში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის დროს სასტიკად მოკლეს. 2004 წლის თებერვლიდან გიანენდრას მმართველობა აბსოლუტურ ძალაუფლებას ეფუძნება.
XS
SM
MD
LG