Accessibility links

logo-print

ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, სამდღიანი


ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, სამდღიანი

ჩინეთის პრეზიდენტი, ჰუ ძინტაო, სამდღიანი
ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის დროს გამართული მოლაპარაკებები ეკონომიკის და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობას შეეხება. ჰუ ძინტაო მეფე აბდულას შეხვდა. ორი ქვეყნის ლიდერებმა თავდაცვის, უსაფრთხოების და ვაჭრობის სფეროებში შეთანხმებების გაფორმების პერსპექტივა განიხილეს. 23 აპრილს ჰუ ძინტაო საუდის არაბეთის ნავთობით მდიდარ აღმოსავლეთს ეწვევა, და სახელმწიფო კორპორაციის, ”არამკოს” წარმომადგენლებს შეხვდება. ეკონომიკის ზრდის და მოთხოვნილების გაღრმავების გამო, ჩინეთი ინტენსიურად ეძებს ენერგეტიკის რესურსებს. საუდის არაბეთს კი თავისი ნავთობისთვის ახალი ბაზრების მოპოვება, და ტექნოლოგიის იმპორტის გაღრმავება სურს.
XS
SM
MD
LG