Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მეტროში ეთნიკურ სომეხს დანით


მოსკოვის მეტროში ეთნიკურ სომეხს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

მოსკოვის მეტროში ეთნიკურ სომეხს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
ახალი ამბების სააგენტო ”ინტერფაქსი” იუწყება, რომ ინციდენტი ქალაქის ცენტრში, გაჩერება ”პუშკინსკაიაზე” მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ მოსკოვში მცხოვრებ სომეხ ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ჩხუბის დროს, შავებში ჩაცმულმა, თავგადაპარსულმა ახალგაზრდა მამაკაცმა მიაყენა.
თავდამსხმელი და ჩხუბის კიდევ რამდენიმე მონაწილე შემთხვევის ადგილიდან გაიქცენ. არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელობა რასისტულ ნიადაგზეა ჩადენილი.
XS
SM
MD
LG