Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგული


პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგული მეომრები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე

პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ერთგული მეომრები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე
მდებარე ქალაქ ნაბლუსში, ადმინისტრაციის შენობაში შეჭირნენ და მერის - "ჰამასის" წარმომადგენლის - წასვლა მოითხოვეს. შეიარაღებულმა პირებმა შენობიდან ადმინისტრაციის თანამშრომლები გაიყვანეს. ინციდენტი მოჰყვა პალესტინელების საგარეო საქმეთა მინისტრ მაჰმუდ ზაჰარის განცხადებას, რომ უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს მოლაპარაკება "ჰამასის" ხელმძღვანელობას დაქვემდებარუბელ მთავრობას და პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ფრაქცია "ფატაჰს" შორის, მათ შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით. აჰარმა ამ შინაარსის განცხადება ქაიროში გააკეთა და დასძინა, რომ მოლაპარაკებაში ეგვიპტელი ოფიციალური პირებიც არიან ჩართული.
XS
SM
MD
LG