Accessibility links

logo-print

ავღანეთში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი


ავღანეთში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა დღევანდელი შეტაკებებისას.

ავღანეთში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა დღევანდელი შეტაკებებისას.
დღესვე იქ ვიზიტად მყოფი ბრიტანელი თავდაცვის მინისტრი, ჯონ რეიდი გამოვიდა მოწოდებით, გაგრძელდეს სამხედრო ოპერაცია თალიბების წინააღმდეგ. რაც შეეხება მსხვერპლს, ღაზნის პროვინციაში შეიარაღებულმა დაპირისპირებამ, როგორც იუწყებიან, სამი თალიბის და ერთი პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. მანამდე, თალიბანის წევრობაში ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირების იერიშისას დაიღუპა სამშენებლო კომპანიის მცველი ყანდაარის პროვინციაში. ამ კომპანიას ხელმოწერილი აქვს კონტრაქტი კოალიციურ ჯარებთან ავტომაგისტრალის 40 კილომეტრის გაყვანის შესახებ. იერიშისას 14 სამშენებლო მანქანაც გააფუჭეს.
ბრიტანელმა მინისტრმა ჯონ რეიდმა კი ქაბულში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ბრიტანელი სამხედროები კიდევ, სულ ცოტა, 3 წელი დარჩებიან ავღანეთში.
XS
SM
MD
LG