Accessibility links

logo-print

ირანმა დღეს ისევ, განმეორებით გააკეთა


ირანმა დღეს ისევ, განმეორებით გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს ბირთვულ პროგრამის შეჩერებას.

ირანმა დღეს ისევ, განმეორებით გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს ბირთვულ პროგრამის შეჩერებას.
ამ საკითხს დღეს თეირანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე შეეხო საგარეო უწყების პრეს-მდივანი ჰამის რეზა ასეფი. მისი თქმით, ირანში ურანის გამდიდრება და ატომური ენერგიის სფეროში კვლევა - "შეუქცევადი" პროცესია. გაეროს უშიშროების საბჭოს გამოთქმული აქვს მოწოდება ირანისადმი, 28 აპრილამდე შეაჩეროს ურანის გამდიდრების მთელი პროცესი. აშშ-ის და ბრიტანეთის განცხადებით, თუ ირანი არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, ისინი მიემხრობიან უშიშროების საბჭოს ახალი რეზოლუციის მიღებას, რომლის შესრულებაც უკვე სავალდებულო იქნება.
XS
SM
MD
LG