Accessibility links

პირველი ჟურნალისტური კონკურსი ნატო - საქართველოს ურთიერთობის სწორი გაგებისათვის


საქართველოს ხელისუფლების

არაერთი განცხადების მიუხედავად, რომ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებას, ალიანსის როლისა და საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხი საკმაოდ დაბალია. ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა იერიში მიიტანოს საზოგადოებრივ აზრზე. ამ ერთგვარი“ბრეინსტორმინგის” იდეის ხორცშესხმა კი დაეკისრა “ნატოს შესახებ საქართველოს საინფორმაციო ცენტრს”, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტური კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს დედაქალაქში, რომელიც, საერთო შეფასებით, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებას განსაზღვრავს, ბევრმა ადამიანმა არ იცის, თუ რას ნიშნავს ნატო და რა ვალდებულება ეკისრება საქართველოს იმისათვის, რომ ამ კლუბის წევრი გახდეს. რაც უფრო გაცდებით დედაქალაქს, არაინფორმირებულობა კიდევ უფრო თვალშისაცემია.

[მოქალაქეების ხმები] “ამაზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცი.”/ “ვერ გეტყვით რაა, ზუსტად ვერ გეტყვით.”/ “შეიძლება უფრო დიდი მსხვერპლი იყოს ჩვენიდან.” “პირველი - ეროვნული მთლიანობის აღდგენაა, მერე -დანარჩენი.”

ასეთი არაინფორმირებულობიდან უნდობლობამდე კი არცთუ ისე დიდი მანძილია. მით უფრო, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის მოთხოვნით გამოდიან და ეწინააღმდეგებიან ნატოში გაწევრიანებას, ამბობს თორნიკე შარაშენიძე, “ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი”, რომლის უშუალო ინიციატივა იყო ჟურნალისტური კონკურისის გამოცახდება ალიანსის როლისა და საქართველოს მოლოდინის შესახებ.

[თორნიკე შარაშენძის ხმა] “ჩვენი მიზანი იყო მათ მიეწოდებინათ რეალისტური მიზანი ნატო-ს შესახებ. არც გადამეტებულად ოპტიმისტური და არც პარანოიკულად უარყოფითი, რაც ალაგ-ალაგ თავს იჩენს ხოლმე.”

თუმცა, ვიდრე კონკურსში ჩაებმებოდნენ, თბილისიდან და საქართველოს სხდავადხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ჟურნალისტებმა ე.წ. “ბრეინსტორმინგი” ჯერ თავად გაიარეს საინფორმაციო ცენტრში. ორდღიან სემინარზე სათაურით “ნატო 21-ე საუკუნეში” ჟურნალისტებს ლექცია-სემინარებს უტარებდნენ საქართველოს საგარეო, თავდაცვისა და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები. გამომსვლელები ხაზს უსვამდნენ საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებს და ალიანსის ქვეყნების წარმომადგენელთა სურვილს, საქართველოს სახით შეიძინონ კიდევ ერთი წევრი. ასეთ დამოკიდებულებას გაზეთ “24 საათის” კორესპონდენტი ზაზა ფაჩუაშვილს "ეიფორიულს" უწოდებს, თუმცა არა საზიანოს.

[ზაზა ფაჩუაშვილის ხმა] “უნდა ითქვას, რომ ასეთი ეიფორიული მომენტები არსებობს. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან ცუდი არის. შესაძლოა ეს ის შემთხვევა იყოს, როცა ეიფორია საქმეს არ აფუჭებს. მოსახლეობამ კი უნდა იცოდეს ობიექტური ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ყველაფერზე და მერე თავად უნდა გააკეთოს სწორი დასკვნა”.

საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე რეგულურულად აქვეყნებს მასალებს იმერეთის “ახალი გაზეთის” კორესპონდენტი კახაბერ ჟორჟოლიანი, რომელიც ასევე აპირებს მონაწილეობის მიღებას ჟურნალისტურ კონკურსში. ახლა მას ისღა დარჩენია, ერთი თვის მანძილზე არგუმენტებით გაამაგროს დასკვნა, რომელიც მან სემინარში მონაწილეობის შემდეგ თავადვე გააკეთა.

[კახაბერ ჟორჟოლიანის ხმა] “ჩემი ანალიზით, ნატო უფრო არის დაინტერესბული, რომ საქართველო მოხდეს იქ. რაღაც ეს მიწვევას უფრო ჰგავს.”

აი, “რეზონანსის” კორესპონდენტი ეკა გულუა კი, რომელიც ტრეფიკინგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მწვავე პუბლიკაციებით გამოირჩევა, ნატო-ს თემაზე გამოცხადებულ კონკურსს სკეპტიკურად უყურებს. ეკა ფიქრობს, რომ სამუშაო დავალება კონკურსანტებისაგან პროპაგანდისტული პუბლიკაციის დაწერას გულისხმობს და გამარჯვებულსაც სწორედ ასეთი კრიტერიუმით შეაფასებენ.

[ეკა გულუას ხმა] “ეს მართლაც ასე იქნება, რადგან ჩვენი დავალება არის, მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა არის ნატო და რა ამოცანები აქვს მას და არა ის, თუ რა სიტუაციია საქართველოში ნატოს სტანდარტებთან დაკავშირებით, ვასრულებთ მის მოთხოვნებს თუ არა და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩვენ გვთხოვენ ამ ორგანიზაციის საქმიანობის რეკლამას და არა რალური სიტუაციის ასახვა.”

ეკას მოსაზრება შესაძლოა, შორს არ იყოს სიმართლისაგან, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კონკურსში მონაწილე ჟურნალისტებს შორის გამარჯვებულს სახელმწიფო უწყებების - თავდაცვის, საგრეო საქმეთა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები გამოავლენენ.

[თორნიკე შარაშენძის ხმა] “სწორედ ამ უწყებების წარმომადგენლები შევლენ კომისიაში და საბოლოოდ, სწორედ ისინი აარჩევენ საუკეთესო ნაშრომებს.”

სხვათა შორის, 4 აპრილს, ანუ ალიანსის დაარსების დღეს, ნატოს შესახებ კონკურსი პირველად განათლების სამინისტრომ ჩაატარა. სტუდენტებს მაშინაც დაახლეობით ანალოგიური დავალება ჰქონდათ. თუმცა, კონკურსის ჟიურიმ პირველი ადგილი მაშინ ვერც ერთ ნაშრომს ვერ მიანიჭა. აჯობებენ თუ არა საკთხის ღრმა ცოდნით ქართველი ჟურნალსიტები სტუდენტებს, ეს მაისის ბოლოს გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG