Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრად ახლად დასახელებული ჯავად


ერაყის პრემიერ-მინისტრად ახლად დასახელებული ჯავად ალ მალიკი კაბინეტის შემადგენლობის თაობაზე მოლაპარაკებას მართავდა დღეს.

ერაყის პრემიერ-მინისტრად ახლად დასახელებული ჯავად ალ მალიკი კაბინეტის შემადგენლობის თაობაზე მოლაპარაკებას მართავდა დღეს.
მაგრამ აფეთქებების ტალღამ დაჩრდილა ეს მოვლენა. სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა ავტომანქანებში ჩადებული ბომბების 7 აფეთქების შედეგად. სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ ტიკრიტში მეამბოხეები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას და ოთხი პოლიციელი მოკლეს.
ერაყის ახალმა მთავრობამ უნდა გააერთიანოს შიიტები, სუნიტი არაბები და ქურთები და ბოლო უნდა მოუღოს მეამბოხეთა ქმედებას და შინა დაპირისპირების ნიადაგზე მკვლელობებს. ალ მალიკი შიიტია, ის 22 აპრილს დაასახელეს პრემიერად. პრეზიდენტმა ჯალალ ტალაბანიმ ალ მალიკის სთხოვა კაბინეტი 30 დღის განმავლობაში ჩამოაყალიბოს.
XS
SM
MD
LG