Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ ორშაბათს


ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ ორშაბათს სინას ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ დაჰაბში სამი ბომბის აფეთქების შედეგად

ეგვიპტის ხელისუფლება აცხადებს, რომ ორშაბათს სინას ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ დაჰაბში სამი ბომბის აფეთქების შედეგად
დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ეგვიპტის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰაბიბ ელ-ადლის თქმით, დაღუპულთაგან 20 ეგვიპტელია, სამი - უცხოელი. დაშავდა 62 ადამიანი, ბევრი მათგანი - სერიოზულად. ეგვიპტის პოლიციამ ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ათი ადამიანი დააპატიმრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის აუღია საკუთარ თავზე. ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა აფეთქებებს "ცოდვილი ტერორსისტული აქცია" უწოდა .
XS
SM
MD
LG