Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დღეს ჩერნობილში მომხდარი ატომური


უკრაინაში დღეს ჩერნობილში მომხდარი ატომური კატასტროფის 20 წლისთავი აღნიშნეს.

უკრაინაში დღეს ჩერნობილში მომხდარი ატომური კატასტროფის 20 წლისთავი აღნიშნეს.
პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ქალაქ ჩერნობილში ჩავიდა და გარდაცვლილთა პატივსაცემად გამართულ პარაკლისს დაესწრო. პრეზიდენტმა ის პირებიც გაიხსენა, ვინც კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ:
[იუშჩენკოს ხმა]: ”როდესაც თქვენს სახეებს ვუყურებ, ის უკრაინელი გმირები მახსენდება, რომლებიც 20 წლის წინ ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენს მომავალს შეეწირენ. მჯერა, რომ მათი საქციელი ყოველთვის გვემახსოვრება”. დღესვე გარდაცვლილთა პატივსაცემად ცერემონიები გაიმართა კიევში და ქალაქ სლავუტიჩში, სადაც ჩერნობილიდან გადასახლებულები ცხოვრობენ. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დეპუტატებმა კატასტროფის შედეგად მილიონობით დაზარალებულისთვის დახმარების გაზრდა, და კატასტროფის რეალურ მიზეზებზე მეტი ინფორმაცია მოითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთში და ბელორუსიაში 5 მილიონზე მეტი ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებული ადამიანი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG