Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში მოულოდნელად ჩავიდნენ შეერთებული შტატების


ბაღდადში მოულოდნელად ჩავიდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი,

ბაღდადში მოულოდნელად ჩავიდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი,
კონდოლიზა რაისი, და თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი. მათ ვიზიტის მიზანს ერაყის ახალი მთავრობისთვის მხარდაჭერის გამოხატვა წარმოადგენდა. რაისი და რამსფელდი ახალ პრემიერ-მინისტრს, ჯავად ალ-მალიქის შეხვდნენ. მოგვიანებით, რამსფელდმა განაცხადა, რომ შეხვედრამ ის ძალიან ოპტიმისტურად განაწყო. რაისმა კი ალ-მალიქი დაახასიათა, როგორც მიზანმიმართული პოლიტიკოსი. ამ განცხადებებამდე, რამსფელდმა თქვა, რომ ერაყში შეერთებული შტატების ჯარის სამომავლო რაოდენობა ჯავად ალ-მალიქის მიერ ფორმირებულ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG