Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, და


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, და გერმანიის

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, და გერმანიის
ანცლერმა, ანგელა მერკელმა, რუსეთის ქალაქ ტომსკში ორდღიანი მოლაპარაკება დაიწყეს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკება ენერგეტიკულ საკითხებში თანამშრომლობას და ორმხრივ ურთიერთობას შეეხება. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, გერმანია რუსული გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. გერმანია და რუსეთი ამჟამად ჩრდილოეთ ევროპულ გაზსადენს აშენებენ, რომელიც ციმბირის გაზის საბადოებს გერმანიასთან დააკავშირებს. მოლაპარაკების დაწყებამდე, პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთში დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსეთი იძულებულია გაზის ექსპორტი აზიაში გაზარდოს. მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება ირანის ატომური პროგრამის საკითხსაც შეეხება.
XS
SM
MD
LG