Accessibility links

logo-print

ერაყში ორმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა იკისრა


ერაყში ორმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის,

ერაყში ორმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის,
რომელმაც სამი იტალიელი ჯარისკაცის და ერთი რუმინელის სიცოცხლე შეიწირა ქალაქ ნასირიაში. ორმა ჯგუფმა - "ერაყის ისლამურმა არმიამ" და "იმამ ჰუსიეინის ბრიგადებმა" - ინტერნეტში, ცალ-ცალკე გავრცელებული განცხადებებით იკისრა პასუხისმგებლობა. მათი სისოწორის შემოწმება დამოუკიდებელმა წყაროებმა ჯერ ვერ შეძლეს. დღესვე უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ბაღდადში მოკლეს ერაყის ვიცე-პრეზიდენტ ტარიკ ალ-ჰაშემის და. ჰაშემი სუნიტი არაბია და 22 აპრილს დაინიშნა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. ის ერაყის ისლამურ პარტიას ხელმძღვანელობს.
XS
SM
MD
LG