Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გაეროს


აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს "მოქმედება ჰმართებს" ირანის საკითხში დამაჯერებლობის შესანარჩუნებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭოს "მოქმედება ჰმართებს" ირანის საკითხში დამაჯერებლობის შესანარჩუნებლად.
ეს შეფასება კონდოლიზა რაისმა გამოთქვა სოფიაში, რომელიც ნატოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრას მასპინძლობს. გაერომ ირანს 28 აპრილამდე მისცა ვადა ურანის გამდიდრების შესაჩერებლად. მაგრამ ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს აღნიშნა, რომ თეირანი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს. რუსეთი და ჩინეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს ორი მუდმივი წევრი, დღეს ისევ გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების დიპლომატიის მეშვეობით მოგვარების მოწოდებით.
XS
SM
MD
LG