Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვაშინგტონში


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს.
შეხვედრის შემდეგ ბუშმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მთავრობამ დიდი სამუშაო გასწიეს კასპიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ალიევმა კი მადლობა გადაუხადა ჯორჯ ბუშს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაწეული დახმარებისთვის. [ალიევის ხმა] “ძალიან მადლობლები ვართ შეერთებული შტატების ლიდერობისთვის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის, იმ სოლიდური ინფრასტრუქტურის შექმნაში დახმარებისთვის, რომელიც შესაძლებელის ხდის ფართომასშტაბიანად განვავითაროთ კასპიის ნავთობისა და გაზის რეზერვები და ისინი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე”. ალიევმა და ჯორჯ ბუშმა ისაუბრეს ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე ერაყში, ბრძოლაზე საერთაშორისო ტერორიზმის წინაღამდეგ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, დემოკრატიზაციაზე აზერბაიჯანში და ირანის ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG