Accessibility links

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანმა არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა,

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანმა არ შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა,
30 დღეში ურანის გამდიდრების შეჩერების შესახებ. ეს ვადა დღეს, პარასკევს ამოიწურა. გაეროს ატომური უწყების ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანს არ შეუწყვეტია ურანის გამდიდრება და სრულად არ უთანამშრომლია გაეროს ექსპერტებთან, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, მუშაობს თუ არა ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ ასევე, რომ ირანი მზად არის წარადგინოს გაეროს ექსპერტებთან თანამშრომლობის გრაფიკი - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ირანის პროგრამას გააკონტროლებს გაეროს ატომური უწყება და არა გაეროს უშიშროების საბჭო. გაეროს ატომური უწყების ეს ანგარიში გაეგზავნა უშიშროების საბჭოს, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილების მორიგი ზომების საკითხზე.
XS
SM
MD
LG