Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა,

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა,
დღეს თავის ირანელ კოლეგას, მანოუჩერ მოტაკის, განუცხადა, რომ ირანმა უნდა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება და გაეროს ატომურ უწყებასთან სრულად უნდა ითანამშრომლოს. სატელეფონო საუბარში ლავროვმა მოტაკის უთხრა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობის დაბრუნებისთვის ირანმა სასწრაფოდ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. მანამდე კი ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, განაცხადა, რომ თეირანის გადაწყვეტილება, განახორციელოს ატომური პროგრამა, ”შეუქცევად” ხასიათს ატარებს. მაგრამ ირანის ატომური პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის, მუჰამედ სააედის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ირანის საქმეს გაეროს უშიშროების საბჭო არ განიხილავს და მას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს დაუბრუნებს, ირანმა შესაძლოა ქვეყანაში ატომური პროგრამის საერთაშორისო ინსპექტორები შეუშვას. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ პარასკევს უშიშროების საბჭოს ანგარიში ჩააბარა. ანგარიშის თანახმად, ირანს არ გაუთვალისწინებია გაეროს მოთხოვნები, და არ შეუწყვეტია ურანის გამდიდრება. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოში ირანის მიმართ მკაცრი რეზოლუციის მიღებას მოითხოვს. მასში თეირანის მიმართ წაყენებულ ყველა მოთხოვნას სავალდებულო სტატუსი ექნება, და სადამსჯელო სანქციები - მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა- იქნება გათვალისწინებული.
XS
SM
MD
LG