Accessibility links

logo-print

ბიშკეკის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში


ბიშკეკის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში

ბიშკეკის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაში
მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. აქცია ყირგიზეთის პოლიტიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გაიმართა. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის საწინააღმდეგო ლოზუნებით გამოვიდა და მისი გადადგომა მოითხოვა. სხვები პრეზდენტის ძალაუფლების შესამცირებელი საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით გამოვიდნენ. აქციის ორგანიზატორი დემოკრატიულ ძალთა გაერთიანება იყო - კოალიცია, რომელიც დაახლოებით 50 ოპოზიციურ პარტიას და არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყუბათბეკ ბაიბოლოვმა, მთავრობა ასკარ აყაევის მმართველობის დასრულებიდან და პოლიტიკური ცვლილებებიდან ერთი წლის შემდეგ ხალხის იმედების გაცრუებაში დადანაშაულა.
XS
SM
MD
LG