Accessibility links

logo-print

უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონში


უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონში,

უკრაინის აღმოსავლეთში, ხარკოვის რეგიონში,
პარლამენტარებმა რუსული ენისთვის ოფიციალური რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას უყარეს კენჭი. ხარკოვის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელმა, ვასილ სალიგინმა, განაცხადა რომ ამ საკითხს პარლამენტი შემდეგ სხდომაზე, მაისში განიხილავს.
ამ გადაწყვეტილებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ, იუსტიცის სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას მიმართა თხოვნით, დაადგინონ, რამდენად კანონიერია სხვა რეგიონებში მიღებული ანალოგიური გადაწყვეტილებები. უკრაინის აღმოსავლეთში, ძირითადად რუსულენოვან ლუჰანსკის რეგიონში და ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში, აპრილის დასაწყისში რუსული ენა რეგიონულ ენად გამოცხადდა. რუსული ენის მეორე ოფიციალურ ენად გამოცხადება პრო-რუსული ”რეგიონების პარტიის” ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო. ”რეგიონების პარტიამ’ გასულ თვეში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფზე მეტი ხმა მიიღო.
XS
SM
MD
LG