Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია “იმედის” აქციათა წილის მფლობელი


ტელეკომპანია “იმედის” აქციათა წილის მფლობელი

ტელეკომპანია “იმედის” აქციათა წილის მფლობელი
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედია-კონგლომერატი, ”News Corporation”-ი გახდა. ”იმედი” გაყიდულ აქციათა რაოდენობას არ აზუსტებს. ”News Corporation” -ს წარმოშობით ავსტრალიელი, ამერიკაში მცხოვრები მედია-მაგნატი რუპერტ მერდოკი ხელმძღვანელობს. კორპორაცია აერთიანებს კინოსტუდიებს, ტელეკომპანიებს, საგამომცემლო ბიზნესს ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. რუპერტ მერდოკის კორპორაციის საკუთრებაა ამერიკის სამაუწყებლო კომპანია "FOX”-ი, ამერიკული გამოცემა ”New York Post”-ი, ბრიტანეთში გამომავალი ”Times”-ი და ”Sun”-ი, და მრავალი სხვა მედიის საშუალება.
XS
SM
MD
LG