Accessibility links

logo-print

როგორ და რატომ ხორციელდება ზეწოლა ქართულ ბიზნესზე


ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტის ბადრი პატარკაციშვილის შემდეგ ხელისუფლების მხრიდან მეწარმეებზე ზეწოლის შესახებ კიდევ ერთი ცნობილი ბიზნესმენი,

მრეწველთა კავშირის პრეზიდენტი, გოგი თოფაძე ალაპარაკდა. თოფაძე ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის უქონლობასა და ადგილობრივი ბიზნესმენების შევიწროებას უჩივის და ამის მაგალითად ბიზნესმენ ლუკა რამაზაშვილის დაპატიმრებას ასახელებს. როგორ და რატომ ხორციელდება ზეწოლა ქართულ ბიზნესზე?

რამდენიმე დღეში იწურება ლუკა რამაზაშვილის 3 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა. შეგახსენებთ, რომ კახელი ბიზნესმენი ლუკა რამაზაშვილი უკანონო გზით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. მის ბიზნესპარტნიორს, კომპანია ყაზბეგის პრეზიდენტსა და მრეწველთა პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერს, გოგი თოფაძეს მიაჩნია, რომ რამაზაშვილს ხელისუფლება ებრძვის.

[გოგი თოფაძის ხმა] ”თელავის გამგებელს და მის ბანდას...”

თელავის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი კატეგორიულად უარყოფს თავის პირად პოლიტიკურ თუ ბიზნესინტერესს ლუკა რამაზაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა საინფორმაციო საშუალებებისთვის მიცემულ კომენტარებში აღნიშნავს, რომ რამაზაშვილს იცნობს არა როგორც ბიზნესმენს, არამედ როგორც ერთ მოძალადე ადამიანს და მედეა მეზვრიშვილის მარჯვენა ხელს.”

ხელისუფლებასა და მეწარმეს შორის არსებული ეს დაპირისპირება რომ ერთეული შემთხვევა არ არის, ამაზე თუნდაც ვალერი გელაშვილის კომპანიების დაყადაღების ამასწინანდელი შემთხვევაც მეტყველებს. არის სხვა შემთხვევებიც, რომლებზეც ამ რამდენიმე კვირის წინ ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა ისაუბრა.

ახლა გოგი თოფაძეც, პატარკაციშვილის მსგავსად, აცხადებს, რომ დუმილის დრო დამთავრდა:

[გოგი თოფაძის ხმა] ”როგორც მეწარმეების ლიდერს, მე ძალიან მაწუხებს დღევანდელი მდგომარეობა...”

გოგი თოფაძე დასძენს, რომ ადგილობრივი ქართული წარმოების განვითარების გარეშე უმუშევრობის პრობლემა სულ უფრო გამწვავდება და საზღვარგარეთ გახიზნულ მილიონზე მეტ ქართველს კიდევ უფრო მეტი ემიგრანტი შეემატება. ამ პრობლემების მიზეზად კი ქართველ მრეწველთა ლიდერი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის უქონლობას ასახელებს.

გოგი თოფაძისგან ან თუნდაც ბადრი პატარკაციშვილისგან განსხვავებით, არიან არანაკლებ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც დიდად არ უჩივიან საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას თუ ბიზნესზე ზეწოლას. ასეთ ბიზნესმენებს შორის არიან “კოკა-კოლას” პრეზიდენტი თემურ ჭყონია ან, თუნდაც, თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი. მის ერთი თვის წინანდელ განცხადებას შეგახსენებთ:

[მამუკა ხაზარაძის ხმა]

თუმცა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის პრობლემები რომ არსებობს, არავინ უარყოფს და მათ გადასაწყვეტად მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG