Accessibility links

რომ აშშ-ს შეუძლია მიმართოს გაეროს


რომ აშშ-ს შეუძლია მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოსგანგან დამოუკიდებლად ზომებს, რათა ირანზე მისი ბირთვული პროგრამის

რომ აშშ-ს შეუძლია მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოსგანგან დამოუკიდებლად ზომებს, რათა ირანზე მისი ბირთვული პროგრამის
გამო ზეწოლა მოახდინოს. რაისმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ვაშინგტონს შეუძლია დიპლომატიური ხასიათის ნაბიჯების გადადგმა საბჭოს გზით. მაგრამ, თუკი საბჭო არ იმოქმედებს სათანადო სისწრაფით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ვერ მოიცდიან. მას არ დაუკონკრეტებია რა ზომებზეა ლაპარაკი. რაისმა თქვა, რომ ირანი საერთაშორისო თანამეგობრობას “კატათაგვობანას” ეთამაშება.
აშშ ვარაუდობს, რომ ირანი ბირთულ იარაღზე მუშაობს, რასაც თეირანი უარყოფს. ირანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გაეროს რეზოლუციებს არად დაუდევს და რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში პასუხის გაცემა შეუძლია.
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ის არ გამართავს დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ, სანამ არ იქნება აღიარებული, რომ ირანს აქვს კანონიერი უფლება, ბირთვული ტექნოლოგია განავითაროს. რამდენიმე საათით ადრე გამოვიდა ირანის საგარეო უშყების წარმომადგენელი ჰამიდ რეზა ასეფი, რომელმაც განაცხადა, რომ ირანის თანახმა ყველანაირად ითანამშროლოს, თუკი საქმე დაუბრუნდა გაეროს უშიშროების საბჭოს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს იურისდიქციის ქვეშ.
XS
SM
MD
LG