Accessibility links

logo-print

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ გამოაცხადა


ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ გამოაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი მეამბოხეთა ზოგიერთ ჯგუფთან

ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ გამოაცხადა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი მეამბოხეთა ზოგიერთ ჯგუფთან
ძალადობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გარიგების თაობაზე. მან თქვა, რომ ის შვიდი დაჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ რომლებს, არ დაუსახელებია.
აშშ-ის არმიის თანახმად, დააკავეს 7 ძებნილი “ტერორისტი” და 50 სხვა ეჭვმიტანილი, ასევე ძებნილი პირი. ეს რეიდი განხორციელდა ბაღდადის სამხრეთში. ამავე ცნობით, 20 უცხოელი ტერორისტი მოკლეს გასულ პერიოდში ქალაქ იუსიფიას მახლობლად მოწყობილი რეიდების დროს.

დღეს აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ ერაყში ომის დაწყებამდე ამერიკის არმიის მეთაურობას მოუწოდებდა მეტი ჯარისკაცი გაეგზავნათ ერაყში, მაგრამ მას ყური არ დაუდგეს. ბრიტანული “აი-ტი-ვისთვის” მიცემულ იენტერვიუში, პაუელმა თქვა, რომ მიმართა გენერალ ტომ ფრენკსს, რომელიც ერაყში შეჭრის გეგმას ადგენდა, ასევე თავდაცვის მინისტრს რამსფელდს. ამის შესახებ იცოდა პრეზიდენტმა ბუშმაც.
ერაყის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა ირანის ჯარი, რომელიც ქურთ მეამბოხეებს ებრძვის, ერაყის ტერიტორიაზე ჭურვების ჩამოგდების გამო. ეს მეორე შემთხვევაა ბოლო ათ დღეში.
XS
SM
MD
LG