Accessibility links

logo-print

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ


პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ დღეს გერმანია-რუსეთის გაზსადენი შეადარა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა რადეკ სიკორსკიმ დღეს გერმანია-რუსეთის გაზსადენი შეადარა
“მოლოტოვ- რიბენტროპის” 1939 წლის პაქტს, რის შედეგადაც აღმოსავლეთი ევროპა ნაცისტთა და საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ მოექცა. კონფერენციაზე ბრიუსელში, სიკორსკიმ თქვა, რომ გერმანია- რუსეთის გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, 6 მილიარდი დოლარით მეტი დაჯდება, ვიდრე სახმელეთო მილსადენი. მისი თქმით, გარიგება უპირატესად იმას ემსახურება, რომ გაზის მიწოდებისგან მოწყვიტონ პოლონეთი და ბელორუსია. სიკორსკიმ თქვა, რომ პოლონეთმა კანცლერს, ანგელა მერკელს სთხოვა, უარი ეთქვა გარიგებაზე, რომელსაც მიაღწია მისმა წინამორბედმა გერჰარდ შრიოდერმა, მაგრამ უარი მიღო. პოლონელი მინისტრის თანახმად, გერმანიის პოზიცია ევროპის კავშირის საგარეო და უშიშროების პოლიტიკას ძირს უთხრის. მან მიდგომას მოლოტოვ რიბენტროპის ტრადიცია უწოდა. რუსეთსა და გერმანიას სიკორსკის გამოსვლის კომენტარი არ გაუკეთებიათ. ევროკავშირის ენერგიის კომისარმა ანდრის პიბალგსისმა გააკრიტიკა გერმანია იმისთვის, რომ არ შეათანხმა გარიგება ევროკავშირელ პარტნიორებთან.
XS
SM
MD
LG