Accessibility links

logo-print

სერბიის ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპის


სერბიის ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპის კავშირის მიერ წაყენებული ულტიმატუმი ბოსნიელ სერბთა ყოფილი სარდლის,

სერბიის ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპის კავშირის მიერ წაყენებული ულტიმატუმი ბოსნიელ სერბთა ყოფილი სარდლის,
გენერალ რატკო მლადიჩის 1-ლ მაისამდე დაპატიმრების თაობაზე. ამიტომ ევროპის კავშირი იძულებული გახდება, შეწყვიტოს სერბიასთან დაახლოების თაობაზე მოლაპარაკებები - მიაჩნია გაფართოების საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენელს, ოლი რენს: "დღეს ჩვენს წინაშე სრულიად ნათელი ფაქტებია. რატკო მლადიჩი არ არის ჰააგაში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არსებობს ჰააგის ტრიბუნალთან სერბიის მხრიდან სრული თანამშრომლობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს - უნდა შევწყვიტოთ სერბიასთან მოლაპარაკებები ევროკავშირთან დაახლოების შესახებ შეთანხმების თაობაზე." ეს განცხადება რენმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
XS
SM
MD
LG