Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ადახან მადუმაროვის


ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ადახან მადუმაროვის თქმით, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა არ მიიღო

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ადახან მადუმაროვის თქმით, პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა არ მიიღო
მინისტრთა კაბინეტის წევრთა უმეტესობის მიერ გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადება. დღეს სულ ცოტა 13-მა მინისტრმა ითხოვა გადადგომა. მთავრობის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, როზა დაუდოვამ თქვა, რომ ეს იყო პასუხი 28 აპრილს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ კაბინეტი არადამაკმაყოფილებლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. ყირგიზეთში იზრდება პოლიტიკური დაძაბულობა. ბაკიევი და პრემიერ-მინისტრი ფელიქს ყულოვი ზეწოლას განიცდიან დაპირებული რეფორმების გაუტარებლობის გამო. შაბათს ბიშკეკში ათასობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია ბაკიევისა და კორუმპირებული ელიტის მიმართ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG