Accessibility links

logo-print

სომხეთის ავიაკომპანია "არმავიას" სამგზავრო თვითმფრინავში


სომხეთის ავიაკომპანია "არმავიას" სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ქალაქ სოჭთან შავ ზღვაში ჩავარდა,

სომხეთის ავიაკომპანია "არმავიას" სამგზავრო თვითმფრინავში, რომელიც ქალაქ სოჭთან შავ ზღვაში ჩავარდა,
სავარაუდოდ, მასში მყოფი ყველა - 113 ადამიანი დაიღუპა. ამ ვარაუდს გამოთქვამენ რუსი და სომეხი ოფიციალური პირები. თვითმფრინავი AIRBUS 320 ერევნიდან სოჭში მიფრინავდა და დაჯდომამდე ავარია განიცადა. რუსეთისა და სომხეთის საგანგებო მდგომარეობათა უწყებების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა იყო. მგზავრების უმრავლესობას სომხეთის მოქალაქეები შეადგენდნენ, მაგრამ იყო ასევე რუსეთის 26 მოქალაქე და საქართველოს ერთი მოქალაქე - 25 წლის ნინოწმინდელი ასკენას მანველიანი. გარდაცვლილის ბიძამ იური მანველიანმა ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ოჯახის წევრები სოჭში გასამგზავრებლად საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მანველიანი თვითმფრინავით მიემაგზავრებოდა მეუღლესთან, რუსეთის მოქალაქესთან ერთად. მანველიანის ბიძის თქმით: [იური მანველიანის ხმა] ,,მისი მეუღლეა სოჭელი. საერთოდ წარმოშობით აქაური იყო, მაგრამ მშობლებთან ერთად სოჭში ცხოვრობდა. ქორწინებიდან სამი თვე გავიდა და ნათესავებთან ჩასვლა გადაწყვიტეს. სომხეთმა სამი-ოთხი თვითმფრინავით დაღუპულების ნათესავები უკვე გაამგზავრა უფასოდ. იქნებ ჩვენმა მთავრობამაც მოახერხოს ორგანიზება” . დღეს დილაუთენია სოჭთან, შავ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ნამსხვრევებს 400 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს.
XS
SM
MD
LG