Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოთაკიმ, დღეს განაცხადა,

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოთაკიმ, დღეს განაცხადა,
რომ ირანის ატომური პროგრამის საკითხის პოლიტიზაცია არ უნდა მოხდეს: [მოთაკის ხმა]: ”ამ საქმის უშიშროების საბჭოსთვის გადაცემა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, და ბირთვული ენერგეტიკის ტექნიკური საკითხის პოლიტიზაცია რამდენიმე კონკრეტულმა ქვეყანამ არ უნდა მოახდინოს”.
მოთაკიმ ეს განცხადება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გააკეთა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანი ზეწოლას და მუქარას არ დანებდება, და ატომური პროგრამის განხორციელებას ანაგრძობს. ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, განაცხადა, რომ ირანმა ატომურ პროგამაზე ”მშვიდობის გულისათვის” უარი უნდა თქვას. შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ვერსია შეიმუშავეს, სადაც წერია, რომ ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს - ვინაიდან დასავლეთი ეჭვობს, რომ ეს ატომური იარაღის საიდუმლო წარმოებას ემსახურება. რეზოლუციის ამ ვერსიით, საქმეს გაეროს ქარტიის მეშვიდე თავი უდგება. იმისათვის, რომ ამ თუ იმ ქვეყანას უშიშროების საბჭოს მოთხოვნები შეასრულებინოს, ეს თავი სანქციების დაწესებას და სამხედრო ქმედებების განხორციელებასაც ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG