Accessibility links

logo-print

ვილნიუსში რეგიონული საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია


ვილნიუსში რეგიონული საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს,

ვილნიუსში რეგიონული საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს,
რომელიც თავს უყრის ბალტიისპირა ქვეყნების, კავკასიისა და შავი ზღვისპირა ქვეყნების ლიდერებს. კონფერენციაში, აგრეთვე, მონაწილეობს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება: [სააკაშვილის ხმა]: “ცვლილებებს, რომლებიც უნივერსალურად და შეუქცევადად მიგვაჩნდა თბილისში და კიევში, აქაც ბაალტიისპრეთში, სხვაგან, ისევე როგორ რუსეთში, ახლა უპირისპირდება ძალიან სერიოზული ძალები, რომელთა განზრახვაა განსხვავებულ შედეგებს მიაღწიონ. და ეს ძალები სულ უკეთ და უკეთ არიან ორგანიზებული, მათ კარგად აფინანსებენ, ხელს უწყობენ და მოქმედების საშუალებას აძლევენ”. სააკაშვილის თქმით, საფრთხეს მოსკოვში განთავსებული პოლიტიკურ ძალებიც ქმნიან, რომლებიც საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიის განვითარებას უშლიან ხელს. სააკაშვილის განცხადებით, სირთულეების მიუხედავად, საქართველო არჩეულ კურსს არ გადაუხვევს. დღესვე, მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, დიკ ჩეინის, უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იუშჩენკოს, და ლიტვის პრეზიდენტს, ვალდას ადამკუსს შეხვდა.
XS
SM
MD
LG