Accessibility links

logo-print

“Gaudeamus igitur, juvenes dum sumus...”


ბევრმა შეიძლება იცანით ეს სიმღერა, მათ მაინც,

ვისაც ლათინური გისწავლიათ, ან მათ, ვისაც იმ უნივერსიტეტში მოგიწიათ სწავლა, სადაც სტუდენტური ცხოვრება საუკუნეობრივ ტრაციდიას აგრძელებდა. ეს არის უკდავი “Gaudeamus igitur” - “მოდით, ვიმხიარულოთ”, სტუდენტთა ძველი სიმღერა. მისი პირველი ვერსიის ტექსტის ორიგინალი პარიზში, ნაციონალურ მუზეუმში ინახება. საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტობა მათ ხვეწდა და დღეს ჩვენს წინ ეს ვერსიაა, რომელიც თარგმნილია მეტნაკლებად ყველა ენაზე, რომელზეც უნივერსიტეტებში სწავლება ხდებოდა. დღეს სტუდენტებს აერთიანებთ სხვა ჰიმნები, მაგრამ ისინი განაგრძობენ ამ სიმღერის პათოსით ცხოვრებას. მეოცე საუკუნეში, განსაკუთრებით 60იან წლებში მათ მთავარ მახასიათებლად პროტესტისკენ გამოხატვის სურვილი იქცა. დღეს სტუდენტები მომავალზე ფიქრობენ, თითქოს პრაგამტულები გახდნენ, სამსახურია მათი მიზანი, კარიერაა პირველ პლანზე. ჩვენს გადაცემაში დღეს ერთმანეთიგან განსხვავებულ გზებზე მავალი სტუდენტები მონაწილეობენ.გაგაცნობთ მათ, თეონა რობაქიძე ნიუ იორკის უნივერსიტეტის პრაღის ფილიალში სწავლობს, ლადო ბარამიძე ბიოქიმიკოსია, თბილისში ცხოვრობს და გეგმავს შვეციაში სწავლის გაგრძელებას, გივი შაიშმელაშვილი აშშ-ში, კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ახლა პარიზშია, პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG