Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, გენადი


რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს განკარგულებით,

რუსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს განკარგულებით,
დღეიდან ამ ქვეყანაში "ბორჯომის" იმპორტი აიკრძალა. რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ონიშჩენკოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ "ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩატარებული შემოწმებები გახდა". შემოწმებების შედეგად, ონიშჩენკოს მტკიცებით, დადგინდა, რომ "ბორჯომის" ეტიკეტიან ბოთლებში ხშირად ასხია შეუსაბამო სითხე.[გენადი ონიშჩენკოს ხმა] "ის მონაცემები, რომელიც ახლა მივიღეთ, განსაკუთრებით მოსკოვის რეგიონიდან - სწორედ ის არის ამ მინერალური წყლის ძირითადი მომხმარებელი - ყოველგვარ საფუძველს იძლევა, რათა შევწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სახის მინერალური წყლის შემოტანა. მეთოდმა, რომელიც თავიდან ავირჩიეთ - მცირე პარტიები შეგვემოწმებინა და შემდეგ აგვეკრძალა - არ გაამართლა, რადგან საქმე დიდ მოცულობებთან გვაქვს."
მხოლოდ შარშან საქართველოდან რუსეთში 100 მილიონ ბოთლამდე მინერალური წყალი "ბორჯომი" გაიგზავნა.
შეგახსენებთ, მარტის ბოლოს რუსეთმა აკრძალვა შემოიღო ქართულ და მოლდავური ღვინოების იმპორტზეც, რის მიზეზადაც სასმელებში ჭარბი რაოდენობით აღმოჩენილი პესტიციდები და მძიმე ლითონები დაასახელა. თბილისი აღნიშნულ შეზღუდვებს პოლიტიკური მოტივებით ხსნის და მოსკოვს ეკონომიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG