Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით


ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, ამ ქვეყანას ვერაფერი

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის თქმით, ამ ქვეყანას ვერაფერი
და ვერავინ ააღებინებს ხელს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ამ შინაარსის განცხადება აჰმადინეჟადმა ბაქოში გააკეთა, სადაც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის მეცხრე სამიტის მუშაობაში. სამიტის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც გამოთქმულია მზადყოფნა, გაფართოებულ იქნეს ეკონომიკური თანამშრომლობა ორგანიზაციის წევრთა შორის. დოკუმენტში აღნიშნულია, აგრეთვე, რომ აუცილებელია რეგიონული კონფლიქტების მოგვარება საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების საფუძველზე. სწორედ ამ გარემოებას გაუსვა ხაზი თავის გამოსვლაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა: [ილჰამ ალიევის ხმა] "ყველაფერი უნდა მოგვარდეს საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. თუ საერთაშორისო კანონმდებლობა და საერთაშორისო ორგანიზაციების წესები საშუალებას აძლევს ამა თუ იმ ქვეყანას, მიიღოს ბირთვული ენერგია, მაშინ ამ საკითხში არავითარი წინააღმდეგობა არ უნდა არსებობდეს." ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი და შუა აზიის ხუთი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG