Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო


თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი პორტერ გოსი.

თანამდებობიდან გადადგა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი პორტერ გოსი.
ამ პოსტზე გოსს ორი წელიწადიც არ უმუშავია. ჟურნალისტთა წინაშე გამოსვლისას გოსს არაფერი უთქვამს გადადგომის მიზეზებზე. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გოსის გადადგომა მიიღო და მადლობა გადაუხადა მას პატიოსანი შრომისა და საქმიანი რჩევებისთვის. [ჯორჯ ბუშის ხმა] "ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მისი მუშაობის წლებში პორტერთან მეტად ახლო ურთიერთობა დავამყარე, რაც ასეთი უწყების ხელმძღვანელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან დიდი დრო დაჰყო თეთრი სახლის ოვალურ ოფისში და მნიშვნელოვან რჩევებსაც მაძლევდა. დიდად ვაფასებ მის პატიოსნებასა და პირდაპირობას."
XS
SM
MD
LG