Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთსა და სომხეთში გლოვის


დღეს რუსეთსა და სომხეთში გლოვის დღეა. ამ ქვეყნების მოქალაქეები პატივს მიაგებენ ოთხშაბათს, სოჭის მახლობლად

დღეს რუსეთსა და სომხეთში გლოვის დღეა. ამ ქვეყნების მოქალაქეები პატივს მიაგებენ ოთხშაბათს, სოჭის მახლობლად
მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნას. ამასობაში შავ ზღვაში, სოჭის ნაპირებთან, გრძელდება დაღუპულთა გვამების ძებნა. ნაპოვნია 50-ზე მეტი გვამი. სპეციალისტები საჰაერო ხომალდის ნამსხვრევებს აგროვებენ, რათა მოხერხდეს კატასტროფის მიზეზების დადგენა. ზღვის ფსკერიდან ე.წ. "შავი ყუთების" ამოღება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. 3 მაისს A-320-ის ტიპის აერობუსი, რომელიც ერევნიდან ადლერში მიფრინავდა, შავ ზღვაში ჩავარდა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 113-ვე ადამიანი, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG