Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი,

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, დიკ ჩეინი,
ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ხორვატიის ლიდერებს შეხვდა. ჩეინის თქმით, ზაგრების მცდელობას, გაწევრიანდეს ევროკავშირში და ნატოში, ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს. ჩეინიმ აგრეთვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აფასებს ხორვატიის მიერ ავღანეთში აღმოჩენილ დახმარებას. ჩეინიმ ეს განცხადება ხორვატიის პრეზიდენტ სტიპე მეშიჩთან, და პრემიერ-მინისტრ ივო შანდერთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. კვირას ხორვატიაში მაკედონიის და ალბანეთის პრემიერ-მინისტრები ჩავლენ, და დიკ ჩეინისთან თავიანთი ქვეყნების ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრებენ. ხორვატია, მაკედონია და ალბანეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ომში ამერიკის მოკავშირეები არიან, და ნატოში გაწევრიანება სურთ.
ჩეინი ხორვატიაში ყაზახეთიდან ჩავიდა, სადაც ის 5 მაისს პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. დღეს ჩეინი ყაზახეთის პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდა და განუცხადა, რომ ვაშინგტომი ყაზახეთში ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებს კვლავ მხარს უჭერს.
XS
SM
MD
LG